შესყიდვები
ჩემი შესყიდვები
რჩეული შესყიდვები
22:05:54
2.7083.1424

მოხმარების წესები

სს „თელასის“ -ელექტრონული შესყიდვების სისტემის საშუალებით, ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის ინსტრუქცია

სარჩევი

1.

თავი პირველი

ზოგადი ინფორმაცია

სს „თელასის“ ელექტრონული შესყიდვების სისტემა (სისტემა) ონლაინ პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც სს „თელასი“ ახორციელებს საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების სრულ შესყიდვის ციკლს. სისტემა  უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, ამცირებს კორუფციის რისკებს და წარმოადგენს მონაწილეებისთვის კომფორტულ დირექტორიას რეგლამენტირებულ შესყიდვებში მონაწილეობისათვის.  

სს „თელასის“ ელექტრონული შესყიდვების სისტემაში განთავსებულია ყველა ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული რეგლამენტირებული პროცედურა.

2. რეგისტრაცია

სს „თელასის“ მიერ გამოცხადებულ რეგლამენტირებულ შესყიდვებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სისტემაში დადგენილი წესით რეგისტარცია.   რეგისტრაცია და შესყიდვებში მონაწილეობა უფასოა.

რეგისტრაციის გასავლელად მიიტანეთ „მაუსი“-ს კურსორი საიტის მთავარი გვერდის ზედა, მარჯვენა კუთხეში განთავსებულ „შესვლა“ ღილაკზე და ჩამოშლილი დროფდაუნ მენიუდან დააჭირეთ „რეგისტრაციას“ 
 

Image alt text


რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შედეგად ეკრანზე გამოვა სარეგისტრაციო ფორმა (კომპანია) შემდეგი შესავსები ველებით
 

Image alt text


 

  • სამართლებრივი ფორმა: დროფდაუნ მენიუდან მიუთითეთ თქვენი ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა;

  • საიდენტიფიკაციო კოდი: აღნიშნულ ველში ეთითება ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, ან ინდივიდუალური მეწარმის, ფიზიკური პირის პირადი ნომერი;

  • ორგანიზაცია დასახელება: უნდა მიეთითოს თქვენი ორგანიზაციის დასახელება, ან ინდივიდუალური მეწარმის, ფიზიკური პირის სახელი და გვარი;

  • ქვეყანა: დროფდაუნ მენიუდან მიუთითეთ რეგისტრაციის ქვეყანა;

  • ქალაქი/დაბა/სოფელი:  დროფდაუნ მენიუდან მიუთითეთ რეგისტრაციის ქალაქი.

 

დააჭირეთ ღილაკს „შენახვა და გაგრძელება“ ღილაკს, ამ მოქმედების შემდეგ ეკრანზე გამოვა სარეგისტრაციო ფორმის მეორე ნაწილი „კონტაქტი“ შესავსები ველებით 

 

Image alt text


იურიდიული მისამართი: მიუთითეთ ორგანიზაციის დასახელება, ან ინივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის მისამართი;

  • ხელმძღვანელის სახელი/გვარი: მიუთითეთ  ხელმღვანელის სახელი და გვარი; 

  • კორპორატიული ტელეფონი: მიუთითეთ ორგანიზაციის ან ინივიდუალური მეწარმის კორპორატიული ტელეფონი;

  • მობილური ტელეფონი: მიუთითეთ ორგანიზაციის ან ინივიდუალური მეწარმის შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირის მობილური ტელეფონი;

  • კორპორატიული ელ.ფოსტა: მიუთითეთ ორგანიზაციის ან ინივიდუალური მეწარმის კორპორატიული ელ. ფოსტა (გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მითითებული ელ. ფოსტა აუცილებელია იყოს აქტიური). ელექტრონული ფოსტის მითითების შემდგომ აუცილებელია დააჭიროთ ღილაკს „კოდის გაგზავნა“, მოქმედების შედეგად ელ. ფოსტაზე მოგივათ ვერიფიკაციის კოდი რომელიც უნდა შეიყვანოთ ველში (იხ.სურათი №4) და დაადასტუროთ.

  • ვერიფიკაციის შემდეგ (იხ.სურათი №4) მოგეცემათ საშულება ველში „პაროლი“ შექმნათ თქვენი უნიკალური პაროლი და დაადასტუროთ იგი. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან, უნდა იყოს მინიმუმ 1 ციფრი და მინიმუმ 1 მაღალი რეგისტრის ასო.

Image alt text


აუცილებელია დაეთანხმოთ საიტის მოხმარების წესებს და პირობებს, რის შედეგაც დააჭიროთ ღილაკს „რეგისტრაცია დასრულებულია“

 

2.

თავი მეორე

3. რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილის მართვა


მომხმარებლის პროფილიდან თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ხელმძღვანელის სახელი/გვარი, კორპორატიული ტელეფონი, მობილური ტელეფონი  და ლოგო. ასევე შესაძლებლობა გეძლევათ შეცვალოთ პაროლი.  მომხმარებლის პროფილში შესასვლელად თქვენ პირველრიგში უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ვებ-საიტზე, რისთვისაც ვებ-საიტის მთავარ გვერდზე უნდა დააჭიროთ „შესვლა“ ,

Image alt text

4. შესყიდვები (განცხადების დეტალების გვერდი)


სს „თელასის“ ელექტრონული შესყიდვების სისტემის მთავარ გვერდზე განთავსებულია სრული ინფორმაცია შესასყიდი ობიექტების შესახებ.  (იხ.სურათი №5) განცხადებების დეტალების ნახვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
 

Image alt text

5. შესყიდვების ტენდერების მიმდინარეობის სტატუსები


გამოცხადებულ შესყიდვის პროცედურებს გააჩნია მიმდინარეობის ექვსი სტატუსი, რაც უზრუნველყოფს შესყიდვების სტანდარტიზირებულ მიმდინარეობას, სისტემაში გარკვეული ქმედებების დაშვებას/არ დაშვებას და აჩვენებს შესყიდვების პროცედურის მიმდინარე ეტაპს. შესყიდვებს ყოველი შესაბამისი სტატუსი ენიჭება ავტომატურად, გამომცხადებლის მიერ მითითებული დროების შესაბამისად. შესყიდვის მიმდინარე სტატუსისა და მის ამოწურვამდე დარჩენილი დროის ხილვა შესაძლებელია შესყიდვის დეტალებში შესვლით (იხ. სურათი №6). ამისათვის უნდა დააჭიროთ თქვენთვის საინტერესო შესყიდვის პროცედურას და გადახვალთ  კონკრეტული შესყიდვის დეტალებში.

Image alt text


სტატუსი „წინადადებების მიღება დაწყებულია“:  მიმწოდებლებს ეძლევათ საშუალება, სისტემაში ატვირთონ მათი  წინადადებები (ან გააუქმონ და/ან შეცვალონ მათ მიერ წარდგენილი  წინადადებები). სტატუსზე გადასვლისას რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის სისტემაში აქტიურდება ჩანართი „ჩემი შეთავაზებები“ (იხ.სურათი №7), ჩანართზე  გადასვლის შემდეგ დაინტერესებული კომპანიების მხრიდან ხორციელდება წინადადების დაფიქსირება და დოკუმენტების  ატვირთვა (დოკუმენტების ჩამონათვალი განსაზღვრულია საკონკურსო დოკუმენტაციში). აქვე გაითვალისწინეთ, რომ შემსყიდველი ვერ ხედავს წარდგენილ წინადადებებს ვიდრე შესყიდვას არ მიენიჭება სტატუსი „წინადადების მიღება დასრულებულია.

 

Image alt text


ფასის დაფიქსირება ხდება შესაბამის ველში, ფასი შეიძლება დაფიქსირდეს მხოლოდ ლარში  დღგ-ს გარეშე (ფასის ველის ქვემოთ მოცემულია თქვენი წინადადება დოლარში ან ევროში კონვერტირება ხდება წინადადების დაფიქსირების დღის საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით).

დოკუმენტების ატვირთვა ფანჯარაზე „აიჩიეთ და ატვირთეთ დოკუმენტები“ დაჭერით. 

 

  • სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებლია“: სტატუსზე გადასვლისთანავე, მონაწილე ორგანიზაციისათვის შეუძლებელი ხდება დაფიქსირებული ფასის და დოკუმენტაციის ცვლილება (იხ.სურათი №8).
     

Image alt text


ამ სტატუსის გააქტიურების შემდეგ მონაწილე კომპანიებს ჩანართში „შედეგები“ საშუალება ეძლევათ იხილონ კონკურენტების ფასები

 

  • სტატუსი „შეფასების პროცესი“: სტატუსის აქტიურია როდესაც სს „თელასის“ შესაბამისი სამსახურების (საექპერტო ჯგუფი, მუდმივმოქმედი შესყიდვების კომისია) მიერ ხდება მონაწილეების მიერ შესყიდვისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა. 

 

  • სტატუსი „ელექტონული ვაჭრობა დაწყებულია“: ელექტრონული ვაჭრობაზე დაშვებულ კომპანიებს დაფიქსირებულ ელექტრონულ ფოსტაზე წინასწარ ეგზავნებათ შეტყობინება, ელექტრონული ვაჭრობის დაწყების დროის შესახებ.

 

სტატუსის „ელექტონული ვაჭრობა დაწყებულია“ გააქტიურების შემდეგ მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევა ნებაყოფლობით გაზარდონ მათი შესყიდვაში მონაწილეობაზე განაცხადების უპირატესობა, მონაწილეობაზე განაცხადში თავდაპირველად მითითებული ფასის შემცირების საშუალებით. გაითვალისწინეთ რომ ფასის ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს შესყიდვაში მონაწილეობაზე განაცხადის სხვა პირობების ცვლილება.


 

3.

თავი მესამე

ელექტრნული ვაჭრობა


შესყიდვის ელექტრნულ ვაჭრობაზე მოწვეულ მონაწილეს უფლება აქვს არ მიიღოს მასში მონაწილეობა, მაშინ მისი წინადადება, მოქმედი რჩება შესყიდვაში მონაწილეობაზე განაცხადის  ფასით. 

ელექტრონული ვაჭრობა სტატუსის გააქტიურების შემდეგ ჩანართში „ელექტრონული ვაჭრობა“  ვაჭრობას  იწყებს პრეტენდენტი, რომლის მიერ დაფიქსირებული ფასი ყველაზე მაღალია . ბიჯების რაოდენობა შეადგენს 3 რაუნდს.  თითო მონაწილეს მოსაფიქრებლად და ახალი ფასის დასაფიქსირებლად ეძლევა 3 წუთი 

 

Image alt text
Image alt text


სტატუსი „ელექტრონული ვაჭრობა დასრულებულია“: გააქტიურების შემდეგ ვაჭრობის პროცესი დასრულებულია და მონაწილეს ჩანართში „შედეგები“ ეძლევა საშუალება იხილოს ვაჭრობის შედეგები
 

Image alt text


სტატუსი „პროცედურა დასრულებულია“ გააქტიურების შემდეგ მონაწილეს ჩანართში „შედეგები“  საშუალება ეძლევა იხილოს შესყიდვის გამარჯვებული და მისი ფასი (მონიშნულია მწვანედ) 
 

Image alt text


ზოგადი ფუნქციები

 

სამართავ პანელში ღილაკზე „ჩემი შესყიდვები“ დაჭერის შედეგად საშულება გეძლევათ იხილოთ ის ელექტრონული შესყიდვები რომელშიც თქვენმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილება

 

ძებნის ველში შესყიდვის დასახელების ან ნომრის მითითებით საშუალება გაქვთ იპოვოთ თქვენთვის სასურველი შესყიდვა

 

კონკრეტული შესყიდვის გასწვრივ აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით საშუალება გეძლევათ იგი დაამატოთ ფავორიტებში თვალის დევნების მიზნით. თქვენს მიერ ფავორიტებში დამატებული შესყიდვების ხილვა შეგიძლიათ „რჩეული შესყიდვების“ ღილაკზე დაჭერით.